26 აგვისტო 2026,   00:37
ვრცლად
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, კირილ შანავა დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. კირილ შანავა ლუჰანსკის ოლქში, ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდა. შანავა უკრაინის მოქალაქე იყო და უკრაინაში, ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.

რაც შეეხება კიდევ ერთ დაღუპულს, გიორგი გრიგოლიას, მას სამშობლოში ხვალ, გამთენიისას ჩამოასვენებენ. გრიგოლია დონეცკის ოლქში, ბახმუტის მიმდებარე ტერიტორიაზე იბრძოდა.
41 წლის ქართველი მებრძოლი, რუსი ოკუპანტების საარტილერიო შეტევის დროს, უკრაინელებთან ერთად დაიღუპა. იგი უკრაინაში, ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობდა. ომს უკრაინაში, უკვე 14 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დღის ამბები