18 მაისი 2024,   15:28
ვრცლად
თბილისი - სენაკი - ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კილომეტრზე მოძრაობა აკრძალულია

თბილისი - სენაკი - ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კილომეტრზე, მოძრაობა აკრძალულია. რიკოთის უღელტეხილზე ფერდის დამუშავების დროს, ქვათა ცვენის საფრთხე წარმოიქმნა.

მოძრაობა ყველა სახის ტრანსპორტისთვის შეიზღუდა. გზის გაწმენდის სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს და მონაკვეთი უახლოეს მომავალში გაიხსნება. ავტომობილები საჩხერე - გომი - ჭიათურის შემოვლითი გზით მოძრაობენ.

დღის ამბები