18 მაისი 2024,   21:01
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილმა თემურ ჩხეიძის ოჯახს და კოლეგებსა მიუსამძიმრა

დღეს, ცნობილ ქართველ რეჟისორი თემურ ჩხეიძე დაკრძალავეს - გამოსვენება მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრიდან გაიმართა. უკანასკნელ გზაზე, თემურ ჩხეიძე კოლეგებმა და მოქალაქეებმა გააცილეს. რეჟისორის ოჯახს მიუსამძიმრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. 

"დავკარგეთ ყველა ღირსებით შემკული ადამიანი, ადამიანი მოსიარულე პედაგოგი, რეჟისორი, ეს იყო არაჩვეულებრივი პიროვნება, კაცი, რომელთანაც შეგეძლო მისვლა, გეკითხა აზრი. მე ახლა ჩემს კოლეგებზე ვლაპარაკობ, ჩვენ დავკარგეთ ორიენტირი, საზომი ერთეული, ადამიანი, რომლის აზრიც გვაინტერესებდა საკუთარ სპექტაკლებზე. მე მართლა არ ვიცი ვის უნდა ვკითხო ახლა აზრი ჩემს სპექტაკლებზე," - აცხადებს თავისუფალი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ავთო ვარსიმაშვილი.

დღის ამბები