25 აგვისტო 2026,   11:38
ვრცლად
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი კახეთის რეგიონს ესტუმრა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი კახეთის რეგიონს ესტუმრა. თეა ახვლედიანი ქალაქ ახმეტაში "ქალთა ოთახის" წარმომადგენლებს შეხვდა. უწყების პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებებზე და მასში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ჯოყოლოს და პანკისის ხეობის საჯარო სკოლების მასწავლებლებთან შეხვედრისას კი ყურადღება გამახვილდა ეთნიკური უმცირესობებისთვის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობაზე.

მინისტრმა სოფელ დუმასტურში სპორტული დარბაზი დაათვალიერა და გიორგი სოსიაშვილის წიგნის "გოდების კედელი" პრეზენტაციას დაესწრო.

დღის ამბები