სკოლის მოსწავლემ, სავარაუდო ბულინგის გამო თვითმკვლელობა სცადა. ინფორმაციას უფლებადამცველი ლევან ჭელიძე ავრცელებს.
მისი თქმით, შემთხვევა იმერეთის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. მიზეზი სკოლის დირექტორის მხრიდან შეურაცხყოფა გახდა, რის გამოც არასრულწლოვანმა დაზიანებები მიიყენა. ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო და არასრულწლოვანი დაზარალებულად სცნეს. მოზარდის ოჯახი და ადვოკატი მოითხოვენ, გამოძიება დროულად დასრულდეს და ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, დირექტორს ბრალი წარედგინოს.
"დირექტორმა მასზე გაუგონარი სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფსიქოლოგიური ზეწოლა განახორციელა. მშობლებს მოიხსენიებდა აუგად, ლანძღავდა, რის გამოც 16 წლის გოგონამ თვითმკვლელობა სცადა. დადგინდეს, კონკრეტულ ქმედებაში იკვეთება თუ არა დირექტორის ბრალეულობა. თუ იკვეთება, ჩვენ მოვითხოვთ, რომ სკოლის დირექტორი იყოს სასწრაფო წესით ჩამოცილებული საქმიანობას და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს," - აცხადებს უფლებადამცველი ლევან ჭელიძე.