პირველად ისტორიაში, საქართველოს თავდაცვის ძალებმა პარაშუტისტების დღე აღნიშნეს. განხორციელდა საპარაშუტო ხტომები.
ღონისძიება ბოლნისში მდებარე მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის საპარაშუტო მომზადების სკოლაში გაიმართა.
პარაშუტისტების დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გასულ წელს დაარსა.