აბაშის საკათედრო ტაძარში უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. 41 წლის გიორგი გრიგოლიას დღეს დედის გვერდით, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
მებრძოლი რუს ოკუპანტებთან ბრძოლას დონეცკის ოლქში 31 მაისს შეეწირა. ის სამშობლოში გუშინ ჩამოასვენეს.