19 მაისი 2024,   15:16
ვრცლად
ბორჯომის ქარხნის გაფიცული თანამშრომლები პრემიერ-მინისტრის განცხადებას დადებითად აფასებენ

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბორჯომის გაფიცულ თანამშრომლებზე მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობა გახდება ბორჯომის ქარხნის თანამფლობელი.

გაფიცული თანამშრომლები პრემიერის განცხადებას დადებითად აფასებენ. საკითხის განხილვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ გადაწყვეტილება იმედისმომცემია.

გამართავენ მოლაპარაკებებს სამინისტროებთან, აქციის გამართვას კი თბილისში აღარ აპირებენ. მათ უპირველეს მოთხოვნად პირველ ეტაპზე სახელფასო დავალიანების დაფარვაა.

დღის ამბები