15 ნოემბერი 2024,   19:37
ვრცლად
დღეს, ალან გაგლოევი, ე.წ. რეფერენდუმთან დაკავშირებით, მოსკოვში კონსულტაციებს გამართავს

ე.წ. რეფერენდუმი ოკუპირებული ცხინვალისა და რუსეთის გაერთიანების შესახებ ,- ამ თემაზე კონსულტაციები მოსკოვში დღეს, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტს აქვს დაგეგმილი.

Sputnik - ის ინფორმაციით, შეხვედრებში ალან გაგლოევთან ერთად, ოკუპირებული რეგიონის სხვა წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რეფერენდუმი მარტის ბოლოს, ე.წ. რესპუბლიკის მაშინდელმა ხელმძღვანელმა, ანატოლი ბიბილოვმა დაანონსა. გამოცხადდა კონკრეტული თარიღიც - 17 ივლისი, თუმცა მოგვიანებით ალან გაგლოევმა მოსკოვთან კონსულტაციების მოლოდინში, რეფერენდუმის ჩატარების ბრძანება შეაჩერა.


დღის ამბები