უკრაინა მზად არის, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან მხოლოდ იმ პირობით, თუ რუსეთი მზად არის ომის დასასრულებლად, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელთან, ZDF - თან ინტერვიუს დროს განაცხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის როლსა და ოლაფ შოლცის კიევში მოსალოდნელ ვიზიტზე გაამახვილა ყურადღება.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის ექსპორტი გერმანიაში აპრილის თვეში, თითქმის 42 % - ით გაიზარდა და დაახლოებით 4 მილიარდი ევრო შეადგინა.
"კანცლერისგან ველოდები, რომ ის, პირადად დაგვიჭერს მხარს, ასევე მგონია, იგი დარწმუნებულია, ტომ უკრაინას შეუძლია ევროკავშირში გაწევრიანება და კანდიდატის სტატუსი უკრაინას, უკვე ივნისში მიენიჭება. ველით, რომ ბატონი შოლცი, გამოთქვამს თავის პოზიციას, მაგრამ ასევე არის სანქციების საკითხი, ფინანსური მხარდაჭერა, რომელიც უკრაინას სჭირდება და უსაფრთხოების ყველა საკითხი, რომელიც მან კარგად იცის. რას ველით მის ვიზიტთან დაკავშირებით? ჩვენ, კანცლერ შოლცისგან გვჭირდება დარწმუნება, რომ გერმანია მხარს უჭერს უკრაინას. მან და მისმა მთავრობამ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება - არ უნდა იყოს არანაირი მცდელობა უკრაინასა და რუსეთთან ურთიერთობებს შორის ბალანსის შესანარჩუნებლად. ხაზს ვუსვამ, რომ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მეორე მხარე მზად იქნება ომის დასასრულებლად", - განაცხადა ზელენსკიმ.