17 მაისი 2024,   10:01
ვრცლად
სპეცოპერაცია თბილისში - "კურიერის" ინფორმაციით დაკავებულია ნარკორეალიზატორი

თბილისში, მუხრანის ქუჩაზე, ამ წუთებში სამართალდამცველები სპეცოპერაციას ატარებენ.

"რუსთავი2-ის" ინფორმაციით, დაკავებულია ნარკორეალიზატორი. "კურიერის" ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი სამართალდამცველებმა საკუთარ სახლთან ახლოს დააკავეს, ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული ნივთიერებები.

გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, საქართველოს მასშტაბით ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, კიდევ რამდენიმე ნარკორეალიზატორია დაკავებული.

დღის ამბები