04 მაისი 2024,   22:36
ვრცლად
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის და ძალადობის ფაქტზე 3 პირი დააკავა

პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის და ძალადობის ფაქტზე 3 პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა მოქალაქეს მუქარით, 4 ათასი ლარი მოსთხოვეს.

ორი დაკავებული დაზარალებულს კონკრეტულ ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და სხეულზე დაზიანებები მიაყენა. მოქალაქემ მოთხოვნილი თანხა ბრალდებულებს გადასცა.

პოლიციამ ავტომობილის ჩხრეკისას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი, 2 მჭიდი და 18 ვაზნა ამოიღო. ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება.

დანაშაულები 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები