საკრებულოს სხდომა ოზურგეთში ურთიერთბრალდებების ფონზე წარიმართა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, თათია ნიკოლაიშვილის განცხადებით ქუჩაზე, სადაც გურიის გუბერნატორი ცხოვრობს, მოასფალტების სამუშაოები მიდის მაშინ, როცა მიმდებარე ტერიტორია გაუვალი და მოუწესრიგებელია.
ამ კრიტიკას "ქართული ოცნებიდან" უპასუხეს და ოპონენტებს მოუწოდეს გადახედონ სტატისტიკას, რამდენი გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია ჩატარდა ბოლო წლების განმავლობაში.