სტიქიამ საქართველოს რეგიონები დააზარალა. სამეგრელოს სოფლებში სტიქიის გამო მოსახლეობას პრობლემები დაეწყო. დახოცილია შინაური ფრინველი, პირუტყვი, განადგურებულია მოსავალი.
დატბორილია პირველი სართულები, სარდაფები. ერთ-ერთ სოფელში დაზიანებულია ხიდი. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია აცხადებს, რომ დატბორილია სახნავ-სათესი სავარგულები.
"ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეიქმნა მნიშვნელოვანი პრობლემები, განსაკუთრებული მდგომარეობაა დიდნეძში. დატბორილია სახნავ-სათესი სავარგულები,"- აცხადებს წოწერია.