ბორჯომის ქარხნის გაფიცული თანამშრომლების 5-კაციანი ჯგუფი მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე წავიდა. ბორჯომის ქარხნის დაანონსებული გზის გადაკეტვის აქციაც სწორედ შეხვედრის შედეგზეა დამოკიდებული.
მოლაპარაკებები დაახლოებით ერთი საათის წინ დაიწყო და ჯერ კიდევ გრძელდება. აქციის მონაწილეების თქმით, გარკვეულ პუნქტებზე დათმობაზე წასვლა შეიძლება, მაგრამ 12-პუნქტიანი მოთხოვნიდან ძირითადი უნდა შესრულდეს.