2022 წლის გამოცდებში მონაწილეებისათვის, საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა 21 ივნისიდან იქნება შესაძლებელი.
საუბარია აბიტურიენტებზე, საგრანტო მონაწილეებსა და მაგისტრანტობის კანდიდატებზე. მასწავლებლობის მსურველები კი საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას 22 ივნისის 10:00 საათიდან შეძლებენ. ბარათზე მოცემულია ინფორმაცია საგამოცდო ცენტრის მისამართის, გამოცდის თარიღის, გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დროისა და სხვა რეკომენდაციების შესახებ.