უნგრეთის თავდაცვის ძალების გაძლიერებისა და მრავალვექტორული უსაფრთხოების მნიშვნელობაზე ისაუბრა პეტერ მადიარმა.
სამხედროების ფიცის დადების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ მიმდინარე გლობალური გამოწვევებისა და არაპროგნოზირებადი სამყაროს ფონზე, ქვეყანას ძლიერი და თანამედროვე სტანდარტების არმია სჭირდება.
"ევროპაში ომი მიმდინარეობს. მსოფლიო კი ყველაზე არაპროგნოზირებადია ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ჩნდება ახალი სისტემები, დრონები, ხელოვნური ინტელექტი და კიბერ ბრძოლა.
ასეთ სამყაროში უნგრეთს სჭირდება ძლიერი სამხედრო ძალები, არა იმიტომ რომ ომი გვინდა, პირიქით, იმიტომ რომ გვინდა მშვიდობა. მშვიდობა მოითხოვს კარგ დიპლომატიას, მოკავშირეებს. უნგრეთი ნატოსა და ევროკავშირის წევრია. წევრობა გულისხმობს ვალდებულებებს, პასუხისმგბელობას და შესაძლებლობებს. უნგრეთის თავდაცვის ძალები უნდა იყოს ისეთი, რომელსაც უნგრელი ხალხის გარდა, მოკავშირეებიც დაეყრდნობიან" - აღნიშნა უნგრეთის პრემიერმა.