22 აგვისტო 2026,   22:45
ვრცლად
სპორტის მინისტრმა სომხეთის რესპუბლიკის ელჩს უმასპინძლა

საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, აშოტ სმბატიანთან, შეხვედრა გამართა. 

ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრაზე საქართველოსა და სომხეთს შორის სპორტის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს, რაც ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას გულისხმობს.

 

დღის ამბები