საქართველოს კულტურის სამინისტრომ 5 კონკურსი გამოაცხადა. "არქეოლოგია ახალგაზრდებთან ერთად", "მუსიკალური ინსტრუმენტების, ხალხური საკრავებისა და სასცენო სამოსის ოსტატთა", "ხელოვანთა სასტიპენდიო შვებულების", "თვითმოქმედი ფოლკლორული ანსამბლების", "ინკლუზიური სახელოვნებო პროექტების ხელშეწყობა" - ეს იმ კონკურსების ჩამონათვალია, რაზეც თეა წულუკიანმა ისაუბრა.
მინისტრმა კიდევ რამდენიმე კონკურსის გამოცხადება დააანონსა და მონაწილეებს წარმატებები უსურვა.
მისი თქმით, წლის მეორე ნახევარი გამოცხადებული კონკურსების იმპლემენტაციას დაეთმობა.