აქციაზე "შინ ევროპისკენ" დღეს შეკრებილებმა 2 სიახლე მოისმინეს, რომელიც პოლიტიკურ მოთხოვნებს ეხებოდა.
ერთი არის პრემიერ-მინისტრის გადადგომა, მეორე კი, ახალი შემადგენლობით მთავრობის დანიშვნა. როგორც ორგანიზატორებმა განაცხადეს, ეს მთავრობა ეროვნული თანხმობის საფუძველზე უნდა დაკომპლექტდეს. მიზანი კი, იმ 12-ვე პუნქტის შესრულება უნდა იყოს, რომელიც ევროკომისიამ საქართველოსთან მიმართებაში წინაპირობებად დააყენა.
ასევე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის ორგანიზატორებმა მორიგი აქცია დააანონსეს, რომელიც 3 ივლისს დაიგეგმა.