27 აგვისტო 2026,   06:34
ვრცლად
ალუდა ზვიადაური, რომელიც უკრაინაში მაშინ მოკლეს, როცა დაჭრილების დახმარებას ცდილობდა, მშობლიურ სოფელ გომბორში გადაასვენეს

უკრაინაში  საბრძოლო მოქმედებების დროს გარდაცვლილი ალუდა ზვიადაური მშობლიურ სოფელ გომბორში გუშინ საღამოს გადაასვენეს. ოჯახი დილიდან სამძიმარს იღებს.

42 წლის მებრძოლი,  დაახლოებით, ერთი კვირის წინ ლუჰანსკის ოლქში ფრონტის ხაზზე ოკუპანტის ტყვიას ემსხვერპლა. მისი თანამებრძოლების  თქმით, ალუდა ზვიადაური  იმ დროს დაიღუპა, როცა დაჭრილების დახმარებას ცდილობდა. 

ზვიადაური სამშობლოში 25 ივნისს  ჩამოასვენეს. სამოქალაქო  პანაშვიდი ქაშუეთის ტაძარში გაიმართა, რის შემდეგაც მშობლიურ სახლში გადაასვენეს.

ალუდა ზვიადაურს 28 ივნისს დაკრძალავენ. ის 16-ე ქართველია, რომელიც რუსეთ- უკრაინის ომს ემსხვერპლა.

დღის ამბები