27 აგვისტო 2026,   09:03
ვრცლად
სარაკეტო იერიში კიევზე - უკრაინის დედაქალაქში დღეს დილით რამდენიმე აფეთქება მოხდა

კიევში, შევჩენკოვსკის რაიონში, დღეს დილით რამდენიმე აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს უკრაინის დედაქალაქის მერი ვიტალი კლიჩკო.

კლიჩკოს თქმით, სარაკეტო იერიშის შემდეგ, რამდენიმე ადამიანის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები კი გრძელდება. კიევის მერის განცხადებითვე, შესაძლოა, ადამიანები, საცხოვრებელ კორპუსის ნანგრევების ქვეშ არიან მოყოლილი.

"რამდენიმე ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადის მკურნალობას. დაშავებულების ზუსტ რაოდენობას ახლა ვერ დავასახელებ, რადგან სიტუაცია ცვალებადია. ნანგრევების ქვეშ კიდევ უამრავი ადამიანი რჩება. მათ გადარჩენის ოპერაციაში ათეულობით ადამიანი მონაწილეობს," - განაცხადა კლიჩკომ.

დღის ამბები