26 აპრილი 2024,   12:18
ვრცლად
მცხეთა მთიანეთის სოფლებიდან მოქალაქეები ვერტმფრენით გადმოჰყავთ

მცხეთა მთიანეთის სოფლებიდან მოქალაქეები ვერტმფრენით გადმოჰყავთ. მოქალაქეთა უსაფრთხოდ გამოყვანის ოპერაციაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენია ჩართული.

პარალელურად გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს ჟინვალი-ბარისახო შატილის გზაზე, სადაც რამდენიმე სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი.

გადაუღებელი წვიმების გამო მეწყერი სოფელ კანათიასთან ჩამოწვა. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მობილიზებული იყო სპეც.ტექნიკა და სამაშველო სამსახური. მიწა ჩამოწვა მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის 53-ე კილომეტრზეც. ადიდებულმა მდინარე თერგმა დააზიანა ამავე გზის 136-ე კილომეტრიც. ადგილზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

დღის ამბები