28 აპრილი 2024,   02:09
ვრცლად
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 136-ე კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

უხვი ნალექისგან მიყენებული პრობლემების აღმოსაფხვრელად, საგზაო ინფრასტრუქტურის გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში. ამ დროისათვის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 136-ე კილომეტრზე ტრანსპორტის გადაადგილება უკვე აღდგენილია.

სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება დუშეთის მუნიციპალიტეტშიც, სადაც ასევე აღდგენილია მოძრაობა სოფელ ჩარგალში მისასვლელ გზაზე. ჟინვალი-ბარისახო-შატილის მონაკვეთზე კი მიმდინარეობს სამუშაოები ელექტროენერგიის პრობლემის მოსაგვარებლად. ადგილობრივი ხელისუფლებისა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები სამუშაოებს მონიტორინგს პირადად უწევენ.

დღის ამბები