25 აპრილი 2024,   04:40
ვრცლად
სოფელ კირბალთან უკანონო ბორდერიზაციის პროცესი გააქტიურდა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან უკანონო ბორდერიზაციის პროცესი გააქტიურდა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე, იქ, სადაც რუსული საგუშაგო 2020 წლიდან არსებობს, დამატებითი სამუშაოები წამოიწყეს.

ადგილობრივები ყვებიან, რომ ოკუპანტებმა ხურვალეთის მსგავსად იქაც ქვაღორღი მიიტანეს. მათთვის გაუგებარია თუ რა დანიშნულების ინსტალაციას ამონტაჟებენ ოკუპანტები.

ფაქტს ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც. მათი განცხადებით, უკვე ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

დღის ამბები