23 აპრილი 2024,   19:06
ვრცლად
რუსმა ოკუპანტებმა მიკოლაევზე 10 სარაკეტო იერიში განახორციელეს - მსხვერპლი მოჰყვა სუმის ოლქის დაბომბვასაც

ომის 127-ე დღე - რუსეთი უკრაინაზე საჰაერო იერიშებს აგრძელებს. 10 სარაკეტო იერიში განხორციელდა ქალაქ მიკოლაევზე. ერთ-ერთმა რაკეტამ 5 სართულიანი შენობა გაანადგურა, დაღუპულია 5 ადამიანი.

სარაკეტო თავდასხმა მოხდა სუმის რეგიონზეც, შედეგად დაიღუპა 2, დაშავდა 8 პირი.

შეტევა განხორციელდა დნეპროპეტროვსკის ოლქზეც. როგორც გუბერნატორი იუწყება, სარაკეტო შეტევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. საჰაერო თავდასხმები იყო ოჩაკოვის, ხარკივისა და დონბასის რეგიონებზეც. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.


დღის ამბები