პრობაციონერებისთვის შექმნილი ინოვაციური მოწყობილობა PROBBOX-ი, პირობით მსჯავრდებულთა ელექტრონული კონტროლის სისტემა და მიმდინარე პროექტები - მომავალი იურისტებისთვის პრეზენტაცია გაიმართა.
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისთვის ღია კარის დღე მოაწყო.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის 30-მდე სტუდენტი სააგენტოს საქმიანობას გაეცნო.