აქცია სოფელ განჯალაში, დაკავებული არასრულწლოვნის სახლთან, კაბლის თემიდან 100-ზე მეტი ახალგაზრდა შეიკრიბა და შუახნის კაცის ცემაში ბრალდებულების ოჯახების წინააღმდეგ გაერთიანდა.
შეკრებილებმა მოძალადე პირების ოჯახებს ადგილობრივების მოთხოვნები გააცნეს. მათ შორის არის იმ პირების წინააღმდეგ საჩივრის გამოტანაა, რომლებმაც 68 წლის კაცის შეურაცხყოფაში მონაწილე ახალგაზრდებს დაკავებამდე სცემეს.
კონკრეტულად, საუბარია ვიდეოს გავრცელების შემდეგ იმ ფაქტზე, რომ ადგილობრივები დანაშაულში მონაწილე პირებს გაემიჯნენ და მომხდარის გამო ფიზიკურად გაუსწორდნენ, რაზეც პოლიციამ გამოძიება დაიწყო.
აქციის მონაწილეები, ასევე, ოჯახებისგან ითხოვენ საჩივრის გამოტანის შედეგ დატოვონ სოფელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, საკუთარი ძალებით ეცდებიან გასახლებას.
ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს განუმარტეს, რომ საქმის წარმოება დაიწყო ფაქტზე და არა ოჯახების განცხადების საფუძველზე.
ამ დროისთვის, სოფელ განჯალაში სიმშვიდეა