26 დეკემბერი 2024,   23:32
ვრცლად
ქუთაისში მამაკაცმა ყოფილი ცოლი მოკლა

ქუთაისში მკვლელობა მოხდა - არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ყოფილი ცოლი მოკლა.

შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე რამდენიმე წუთის წინ მოხდა. მომხდარის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მეზობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს ბინა ნაქირავები ქონდა და შვილთან ერთად ცხოვრობდა. მასთან ყოფილი ქმარი მივიდა, მეზობლებმა ყვირილის ხმა გაიგონეს, მივიდნენ, ბინის კარი ჩაკეტილი დახვდათ, სავარაუდო მკვლელი ბინაში იყო და მას კარი გარედან დაუკეტეს. ადგილზე პოლიცია გამოიძახეს.  ქალს ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

მამაკაცი დაკავებულია. ბინაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო.

დღის ამბები