მკვლელობა ქუთაისში - მოკლულია ქალი, დანაშაულში ბრალდებული კი, მისი ყოფილი ქმარია. ჭავჭავაძის გამზირზე გვიან ღამით მომხდარის შესახებ დეტალებს მეზობლები ყვებიან.
მოკლული 36 წლის თინათინ ტურაბელიძეა. მას ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული.
ქუთაისში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულის მამა პირველ კომენტარს აკეთებს. ის "კურიერთან" საუბრისას აცხადებს, რომ მომხდარით გაოგნებულია და არ იცის რა გახდა მკვლელობის მიზეზი.
ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს ბინა ნაქირავები ჰქონდა და შვილთან ერთად ცხოვრობდა. მასთან ყოფილი ქმარი მივიდა, მეზობლებმა ყვირილის ხმა გაიგონეს. ადგილზე მისვლისას კი ბინის კარი ჩაკეტილი დახვდათ, სავარაუდო მკვლელი ბინაში იყო და მას კარი გარედან დაუკეტეს.
როგორც ადგილობრივები ყვებიან, დაპირისპირების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა მათი თქმით, წყვილი ერთმანეთს 7 წლის წინ დაშორდა, დაშორების მიზეზი კი, კონფლიქტი და ქალზე ძალადობა იყო. ოჯახის ახლობლები აცხადებენ, რომ სავარაუდოდ, მეუღლე ქალს შერიგებას სთხოვდა.
სავარაუდო დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს, ფაქტთან დაკავშირებით კი გამოძიება გრძელდება.