19 აპრილი 2024,   22:26
ვრცლად
დანგრეულია ერთი სახლი, დატბორილია ათამდე საცხოვრებელი ნაკვეთი - წყალტუბოში სტიქიის შედეგებს ებრძვიან

სტიქიის შედეგებს ებრძვიან წყალტუბოში. ძლიერმა წვიმამ განსაკუთრებით სოფელი ხომული დააზარალა. დანგრეულია ერთი სახლი, დატბორილია ათამდე საცხოვრებელი და საკარმიდამო ნაკვეთები. დატბორვა ვაზნარის ღელის ადიდებამ გამოიწვია.

ა​დგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ქალაქის მერის ინფორმაციით, შექმნილია სპეციალური კომისია და მიმდინარეობს ზარალის დათვლა.

დღის ამბები