რუსეთის ქალაქ ბელგოროდში აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა. ოლქის უფროსის განცხადებით, გასულ ღამით ქალაქში აფეთქებების ხმები ისმოდა.
ვიაჩესლავ გლადკოვის თქმით, აფეთქებამ 11 მრავალსართულიანი და 30 კერძო სახლი დააზიანა. კიევი და მოსკოვი მომხდარზე ბრალს ერთმანეთს სდებენ.