26 დეკემბერი 2024,   14:38
ვრცლად
ბოლო დღის განმავლობაში დონეცკის რეგიონში რუსეთის თავდასხმების შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა - ბოლო ცნობები უკრაინიდან

ომის 131-ე დღე - კუნძულ ზმეინზე, მას შემდეგ, რაც რუსულმა ძალებმა ტერიტორია დატოვეს, უკრაინის დროშა ხელახლა აღიმართა. ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს სუმის რეგიონზე, დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

სარაკეტო დარტყმა განხორციელდა ხარკოვზე. არიან დაღუპულები და დაშავებულები. დონეცკის რეგიონში რუსმა სამხედროებმა დასახლებული ტერიტორია დაბომბეს, სადაც "ფრანს 24-ის" ჟურნალისტები მასალას აგროვებდნენ- რეპორტიორები უკრაინელი მაშველების შესახებ ამზადებდნენ სიუჟეტს. ჟურნალისტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მხოლოდ ბოლო ერთი დღის განმავლობაში დონეცკის რეგიონში რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა. უმძიმესი მდგომარეობაა მარიუპოლში, სადაც ყოველღიურად სიმსივნითა და სხვა მძიმე დაავადების მქონე ადამიანები სამედიცინო სერვისების და მედიკამენტების გარეშე იღუპებიან.

დღის ამბები