უკვე მე-9 დღეა, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნოღაში მამაკაცს ეძებენ. 82 წლის თემურ შანიძე სახლიდან პირუტყვის მოსაძებნად გავიდა და აღარ გამოჩენილა. დაკარგულის ოჯახი არ გამორიცხავს, რომ მამაკაცი მოკლულია, ეჭვს კი სახლში დაბრუნებული ნაცემი ძაღლი ამძაფრებს.
მეუღლის თქმით, მას განზრახ არავინ მოკლავდა, თუმცა შესაძლოა, ვინმე შემთხვევით ავტომობილით დაეჯახა და გადამალა. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია პოლიცია და სამაშველო სამსახური.