დაპირისპირება ოზურგეთის საკრებულოში - ხმაური ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის დავით მჟავანაძის განცხადებას მოჰყვა. მან 29 ივნისს მომხდარი ინციდენტი გააპროტესტა, როცა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ოზურგეთში, ეკლესიის ეზოში ევროინტეგრაციის თემაზე მოსახლეობასთან შეხვედრას მართავდნენ და რომლის ჩაშლაც, მისი თქმით, "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა სცადეს. მჟავანაძემ განცხადების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
"ქართულ ოცნებაში" ბრალდებებს უარყოფენ.
"ბრალდებებს, რომელსაც ისინი მიუთითებენ, რომ ჩვენ ვართ "ზონდერები", მე ფრაქციით გათვალისწინებული დროის ფარგლებში გავეცი მათ პასუხი, რომ "ზონდერები" არიან ის სისტემა, რასაც ისინი წარმოადგენენ. ჩვენ გვაბრალებენ პრორუსულ მმართველობას, პირიქით, ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ შევუდექით იმ რეკომენდაციების შემუშავებას, რაც ჩვენ აუცილებლად მიგვიყვანს ევროკავშირამდე. ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიზანია რომ გავხდეთ, ევროკავშირის წევრი," - განაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე მარიკა ჩხიკვიშვილმა.