ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარე, დეპუტატებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერისიტეტის სტუდენტებს შეხვდა. დისკუსია სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შორის გაიმართა. ძირითადი საკითხი პედაგოგების და სახელმძღვანელოების ნაწილში არსებულ პრობლემებს ეხებოდა. საუბარი შეეხო 1+4 პროგრამის დაფინანსებას.
"გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ადგილობრივ დონეზე ქართული ენის შესწავლას უკავშირდება. ამიტომ ჩვენი მთავარი მოტივაცია და როლი არის, რომ სწორედ ადგილობრივი მოსახლეობისთვის ის საგანმანათლებლო პრობლემები, რაც უკეთეს ხელმისაწვდომობას შექმნის საგანმანათლებლო კუთხით,"-აცხადებს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი.