ეუთოს საპარლამენტო დელეგაცია რუსეთს მოუწოდებს შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და კონსტრუქციულად ჩაერთოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციაში ნათქვამია, რომ რუსეთმა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის იანვრის გადაწყვეტილება სრულად უნდა შეასრულოს.
"ვგმობთ იმ მდგომარეობას, რომელიც ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არის გაუარესებული, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალში" - წერია დოკუმენტში.
აქვე აღნიშნულია, რომ ეუთო გმობს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე "რუსიფიკაციის" პოლიტიკას.