26 დეკემბერი 2024,   22:27
ვრცლად
ფემიციდის კიდევ ერთი უმძიმესი ფაქტი თბილისში და "კურიერის" კამერის წინ დაკავებული დამნაშავე - რატომ მოკლა ქმარმა ცოლი შვილის თვალწინ

უროთი მოკლული 58 წლის ქალი ახლა უკვე მძიმე სტატისტიკის ნაწილია. ოჯახური ძალადობის სხვა შემთხვევების მსგავსად, მსხვერპლი აქაც ცოლი, დამნაშავე კი, ქმარია. 65 წლის კაცმა მრავალწლიანი თანაცხოვრების მიუხედავად, მეუღლე სასიკვდილოდ ერთი ოჯახური კამათის გამო გაიმეტა.

საზარელ დანაშაულს ჰყავს თვითმხილველიც - მათი შვილი, რომელმაც დედის მკვლელობა საკუთარი თვალით ნახა. შიშით, რომ მამა მასაც მოკლავდა, ქალი სახლიდან გაიქცა, დასახმარებლად კი, ძმას დაურეკა.

მკვლელობის შესახებ ინფორმაცია სამართალდამცველებს შვილმა მიაწოდა. ზაქრო ვარდიაშვილი დანაშაულის ადგილიდან არ გაქცეულა.

65 წლის კაცმა მკვლელობა იმდენად უხმაუროდ ჩაიდინა, რომ სასტიკი დანაშაულის შესახებ მეზობლებმა მხოლოდ მას შემდეგ შეიტყვეს, როცა ადგილზე პოლიცია და სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოჩნდა.

დანაშაულის ჩადენის იარაღი, ურო, სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. ბრალი მამაკაცს სავარაუდოდ ხვალ დაუზუსტდება. დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები