27 აგვისტო 2026,   11:25
ვრცლად
რუსები საცხოვრებელ სახლებზე და სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმებს მიზანმიმართულად ახორციელებენ - ვოლოდიმირ ზელენსკი

რუსები მიზანმიმართულად ახორციელებენ დარტყმებს საცხოვრებელ სახლებზე და სამოქალაქო ობიექტებზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ტრადიციულ, ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკის შეერთებულ შტატებს უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის მოცულობის თავდაცვითი დახმარების ახალი პაკეტის მიწოდებისთვის მადლობა გადაუხადა. ამასთან, ზელენსკი რიგ ქვეყნებში უკრაინის ელჩების გათავისუფლების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ეს დიპლომატიურ პრაქტიკაში მიღებული ჩვეულებრივი როტაციაა.

"მხოლოდ ერთი დღე - ღამის განმავლობაში, რუსეთი დარტყმებს ახორციელებდა მიკოლაევზე, ხარკოვზე, კრივი-რიჰზე, ზაპოროჟიეს ოლქზე, აბსოლუტურად გაცნობიერებულად, განზრახ, ურტყამდა ჩვეულებრივ სახლებს, სამოქალაქო ობიექტებს, ადამიანებს - არის მსხვერპლი, დაშავებულები.

არც ერთი დღით არ წყდება რუსული არტილერიის სასტიკი თავდასხმები დონბასზე - სლავიანსკის, ბახმუტის, ავდეევკას მიმართულებით. ასეთი ტერორისტული ქმედებების შეჩერება მხოლოდ თანამედროვე, მაღალი სიზუსტის და ძლიერი იარაღით შეგიძლიათ.

უკვე ვემზადები მომავალი კვირისთვის, იქნება მნიშვნელოვანი სიახლეები, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებისგან",  - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები