რუსთაველის ეროვნული თეატრის გასტროლები გორის თეატრში დასრულდა. გუშინ საღამოს გორელ მაყურებელს რობერტ სტურუას სპექტაკლი "თამაშის დასასრული" წარუდგინეს, რომელიც რეჟისორმა მაესტრო გია ყანჩელის ხსოვნას მიუძღვნა.
ერისთავის თეატრი სეზონს 17 ივლისს საზეიმოდ პრემიერით დახურავს. დასი მაყურებელს სპექტაკლით "დაუძახე ბროწეულო პურის თავთავო" დაემშვიდობება.