15 ნოემბერი 2024,   12:52
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის პროცესი საქალაქო სასამართლოში კიდევ ერთხელ გადაიდო

მიხეილ სააკაშვილის პროცესი საქალაქო სასამართლოში კიდევ ერთხელ გადაიდო. მიზეზად ადვოკატი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს. საუბარია 9 მილიონი ლარის საბიუჯეტო თანხის გაფლანგვაზე.

საქმეში მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, თეიმურაზ ჯანაშია.

საუბარი იყო გასვლითი სხდომის ჩატარებაზე. ადვოკატებმა განაცხადეს, რომ თუ პროკურატურა ამ შუამდგომლობას დააყენებს, ისინი მას არ დაეთანხმებიან.

"მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ცუდი, მას არ შეუძლია სასამართლო პროცესში მონაწილეობის მიღება. არ აქვს მნიშვნელობა, სასამართლოში იქნება ეს პალატაში თუ პავილიონში, თუმცა თუ სასამართლო ამას გადაწყვეტს ჩვენ არ დავეთანხმებით,"- აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო სააკაშვილის მდგომარეობაში ჩაერთვება მაშინ როდესაც ამის საჭიროება იქნება.

"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის კუთხით ჯანდაცვის სამინისტრო ჩაერთვება მაშინ, როდესაც ამის საჭიროება იქნება, ამ ეტაპზე პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის დეპარტამენტი და იუსტიციის სამინისტრო მართავენ სიტუაციას სრულად ასევე ის კლინიკაც სადაც იმყოფება პაციენტი,"- აცხადებს თამარ გაბუნია.

დღის ამბები