სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, სამეგრელოს რეგიონში, ქალაქ ხობში ლურჯი მოცვის შემნახველი და გადამამუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა. კომპანიამ "ბლუ ბერ ბერიზ" თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმოს მოსაწყობად 2,5 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა.
კომპანიამ სოფლის განვითარების სააგენტოდან მიიღო გრანტი 500,000 ლარი და ისარგებლა შეღავათიანი აგროკრედიტით 1,5 მლნ ლარის ოდენობით. საწარმოში სეზონურად 600-ი ტონა ლურჯი მოცვის შენახვა და გადამუშავებაა შესაძლებელი. კომპანიაში 25-ზე მეტი ადგილობრივია დასაქმებული. პროდუქცია კი განკუთვნილია როგორც საექსპორტო, ისე ადგილობრივი ბაზრისათვის.