26 დეკემბერი 2024,   14:03
ვრცლად
ფოთში დევნილები საცხოვრებელ პირობებს აპროტესტებენ - აქციის მონაწილეებთან დღეს გუნერნატორი იმყოფებოდა

ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, კომპაქტურად დასახლებულ დევნილებთან, რომლებსაც რამდენიმე დღეა პროტესტის ნიშნად გზა აქვთ გადაკეტილი, პრობლემებისა და მოთხოვნების მოსასმენად სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორი გიორგი გუგუჩია იმყოფებოდა.

გიორგი გუგუჩიას თქმით, ის, რასაც დევნილები მოითხოვენ მათ ძალებს აღემატება, არსებობს პროექტი, რომლის მიხედვითაც აქციაზე შეკრებილ ადამიანებს, ფაზისის ქუჩაზე აუშენდებათ საცხოვრებელი სახლი და თითოეული ოჯახი შეძლებს იქ ცხოვრებას.

ჯავახიშვილის ქუჩაზე მცხოვრები დევნილებს, თითქმის 3 დღეა, გაფორმების ეკონომიკურ ზონამდე მისასვლელი სამანქანო გზა აქვთ გადაკეტილი. მათი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე საცხოვრებელი პირობები არ არის, პორტის ტერიტორიაზე მათი ჯანმრთელობისთვის საზიანო ტვირთი ღია წესით მუშავდება. დევნილები წლებია ხელისუფლებისგან ფულად კომპენსაციას ითხოვენ და პროტესტის სხვადასხვა ფორმასაც მიმართავენ.

გაფორმების ეკონომიკურ ზონამდე მისასვლელი გზა ცოტახნის წინ იმ პირობით გახსნეს, რომ უახლოეს მომავალში დევნილებს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდება.

დღის ამბები