06 ოქტომბერი 2024,   23:29
ვრცლად
ყალბი მონეტების და ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული პირების აღმკვეთზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

კილონახევარი ყალბი მონეტების და ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული პირების აღმკვეთის ღონისძიებაზე სასამართლომ დღეს უნდა იმსჯელოს. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 7 პირი სამართალდამცველებმა აჭარაში, თბილისსა და რუსთავში დააკავეს, საზღვარგარეთ მყოფ კიდევ 2 ადამიანს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა თურქეთში ერთ-ერთ პირს დიდი რაოდენობით ოქროს ნივთები მიყიდეს - მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ მონეტების ნაწილი ყალბი იყო. დავის მოსაგვარებლად საქმეში ე.წ. კანონიერი ქურდები, მათ შორის მინდია გორაძე ჩაერთო. რამდენიმე ე.წ. გარჩევა საქართველოსა და თურქეთში მოეწყო. პროკურატურა ბრალდებულთა წრის გაზრდას არ გამორიცხავს.

დღის ამბები