ანასტასია შატალოვას მკვლელობის გამო დაკავებულებს სასამართლომ დღეს განაჩენი უნდა გამოუტანოს. ბრალდებულია 3 პირი. აქედან ორს - ბექა ლატარიას და ბიძინა ხასიას ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ადანაშაულებენ. მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ მტკიცებულებების არ არსებობის გამო დაკავებულები უნდა გამართლდნენ.
რუსეთის მოქალაქე, 25 წლის ანასტასია შატალოვა თბილისში 18 ოქტომბერს მოკლეს. რა გახდა დანაშაულის მოტივი - ეს კითხვა ამ დრომდე პასუხგაუცემელია.