სასამართლო "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი პირების საქმეზე მსჯელობს. შეუფარდებენ თუ არა დაკავებულებს აღმკვეთ ღონისძიებას კილონახევარი ყალბი ოქროს მონეტებისა და ქურდული გარჩევების საქმეზე - დაკავებულია 7 პირი.
ადვოკატების ნაწილი გირაოს შუამდგომლობას დააყენებს, ნაწილი კი ამბობს, რომ ბრალი აბსურდულია. ბრალდებულები სამართალდამცველებმა აჭარაში, თბილისსა და რუსთავში დააკავეს, საზღვარგარეთ მყოფ კიდევ 2 პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.
პროკურორი აცხადებს, რომ არსებობს გარკვეული მიზეზი, რის გამოც მოსამართლეს შეუძლია დაკავებულები პატიმრობაში დატოვოს.
დაცვის მხარე კი გირაოს დაწესებას ითხოვს, გირაოს ოდენობა კი 5000-10000 ლარია.