27 აგვისტო 2026,   08:52
ვრცლად
ე.წ ქურდული სამყაროს წევრობასა და მხარდაჭერაში ბრალდებულ 7 პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

ე.წ ქურდული სამყაროს წევრობასა და მხარდაჭერაში ბრალდებულ შვიდივე პირს აღკვეთის ღინისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა. ადვოკატების ნაწილი 5 ათასი ლარის ოდენობით გირაოს ითხოვდა, ნაწილი - აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას.

კილონახევარი ყალბი ოქროს მონეტებისა და ქურდული გარჩევების საქმეზე პოლიციამ 7 პირი დააკავა. ბრალდებულები სამართალდამცველებმა აჭარაში, თბილისსა და რუსთავში აიყვანეს, საზღვარგარეთ მყოფ კიდევ 2 პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

დღის ამბები