15 ნოემბერი 2024,   13:48
ვრცლად
"ეს არ არის დასავლური ღირებულება, ასეთი მიდგომა არის სახიფათო სასამართლოს დამოუკიდებლობისათვის და ეწინააღმდეგება პარტნიორულ ურთიერთობებს"- დიმიტრი ხუნდაძე

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე სკანდალურ განცხადებას ავრცელებს და პირდაპირ საუბრობს ამერიკის მხრიდან ზეწოლაზე - ჩხიკვაძემ განცხადება "რუსთავი2-ს"მიაწოდა.

მოსამართლის შეფასებით, ეს იყო ანგარიშის მოთხოვნა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. მისივე  ინფორმაციით, საელჩოს თანამშრომელმა მას შეატყობინა, რომ ის ამოღებული იყო იმ მოსამართლეთა სიიდან, რომლებიც შტატებში მიემგზავრებოდნენ. მოსამართლე ამბობს, რომ ახლა უკვე ზოგიერთი პოლიტიკური ძალა სანქციებით ემუქრება და თვლის, რომ მის კოლეგებსაც მოუწევთ საქმის განხილვა ზეწოლის ქვეშ.
ჩხიკვაძის ამ განცხადებას შეფასებები უკვე მოჰყვა თბილისში. 

უმძიმესი და სკანდალური ფაქტი- ასე გამოეხმაურა პარლამენტის წევრი მიხეილ ყაველაშვილი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებას,

მისივე თქმით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შესაბამისი რეაგირება უნდა ჰქონდეს როგორც მმართველ გუნდს ისე, სხვა პარლამენტის წევრებსაც. 

"ასეთი დამოკიდებულებაა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიმართვას კონკრეტული განაჩენის გამოსატანად. სწორედ ამაზე მქონდა საუბარი ჩემს წერილში და ეს აზიანებს ყველაზე მეტად ჩვენს ურთიერთობას როგორც დასავლელ პარტნიორებთან, ისე აშშ-თან. ეს არ ის უდიდესი სკანდალი, როცა სასამართლო სისტემა, მით უმეტეს თავად მოგვიწოდებენ, რომ ხელშეუხებელია და შეუძლებელია მოსამართლეზე რაიმე სახის გადაწყვეტილების მიღებაში ჩარევა ხდებოდეს - ეს არის უმძიმესი ფაქტი და მე მოვითხოვ პარლამენტისგანაც, ყველამ გააკეთოს სათანადო კომენტარი", - აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი. 

პარლამენტის წევრის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით კი, აღნიშნული ქმედებები ეწინააღმდეგება დასავლურ ღირებულებებს და ხელს უშლის სასამართლო რეფორმის დამოუკიდებლობას. 

"ეს არ არის დასავლური ღირებულება - სწორედ ასეთი მიდგომა არის სახიფათო სასამართლოს დამოუკიდებლობისათვის და ეწინააღმდეგება პარტნიორულ ურთიერთობებს და იმ მიზანს, რა მიზანიც აქვს საზოგადოებას ხელისუფლებასთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია დასავლური ღირებულება, სიტყვის თავისუფლება, დამოუკიდებელი სასამართლოს ხელშეუხებლობა, ასეთი დამოკიდებულება არის საგანგაშო და სახიფათო", -აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე. 

დღის ამბები