საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში "განახლებული რეგიონების" პროგრამით დაფინანსებული პროექტების სამშენებლო სამუშაოები მხარის სახელმწიფო რწმუნებულთან და მუნიციპალიტეტის მერებთან ერთად მოინახულა.
ახალციხეში საერთო ჯამში, განახლდება ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე 50-მდე შენობა და 6 სკვერი. ადიგენში ცენტრალური უბნის ურბანული განახლების სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. თამარ მეფის ქუჩაზე, საერთო ჯამში, განახლდება 5 შენობა და მიმდებარე სკვერები.