სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს, ბრალს ოფიციალურად სავარაუდოდ დღეს წარუდგნენ. გოგაშვილი სუსის წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება.
საგამოძიებო ორგანომ ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო, თუმცა უწყებას კონკრეტული საქმის დეტალები ჯერ არ გაუსაჯაროებია. ითქვა მხოლოდ ის, რომ გოგაშვილის დაკავება არა ახალ, არამედ მიმდინარე გამოძიებას ეხება.
სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა და საჯარო კომუნიკაციის დარღვევა - სოსო გოგაშვილის ადვოკატის ინფორმაციით, ეს არის ის სამი საბრალდებო მუხლი, რომელსაც გოგაშვილის სავარაუდოდ დღეს გააცნობენ.
ჩინჩალაძემ ასევე ისაუბრა მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და აღნიშნა, რომ მას სხეულზე დაზიანებები აღენიშნება.
"დაზიანებები, რა თქმა უნდა, რეალურად აღენიშნება სახის არეში ემჩნევა, რომ ლოყა აქვს შესივებული, ასევე კიდურებზე აქვს დაზიანებები, იდაყვის არეში, დაზიანებები აღენიშნება ფეხების არეშიც",-აცხადებს სოსო გოგაშვილის ადვოკატი, რამაზ ჩინჩალაძე.
რაც შეეხება ყოფილი მაღალჩინოსნის ოჯახს, ისინი ფიქრობენ, რომ დაკავება მოხდა უკანონოდ. მათივე თქმით, მიმართავენ ყველა საერთაშორისო თუ არასამთავრობო ორგანიზაციას, რათა მოხდეს რეაგირება აღნიშნულ საქმეზე.
სოსო გოგაშვილის შვილი, ნინი გოგაშვილი აცხადებს, რომ მისი ოჯახის წევრებს არ მისცეს უფლება ჩხრეკის პროცესისთვის თვალი ედევნებინათ მაშინ, როდესაც მისი სახლის ჩხრეკის დროს თავადვე ესწრებოდა ჩხრეკის პროცესს.
სოსო გოგაშვილის მეუღლე კი აცხადებს, რომ იგი ამაყობს გოგაშვილით.
"ჩემი ქმარი არის ტერორისტი და ესენი არიან გმირები ?! დაე, იყოს ასე, მე ვამაყობ ჩემი მეუღლით,10 წელიც რომ იჯდეს მე მეამაყება, რომ ჩემი მეუღლე არის ვაჟკაცი და ღირსეული და თვითონ არიან უღირსები", -აცხადებს თეა მარტყოფლიშვილი.